воскресенье, 25 сентября 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

25 სექტემბერს, გავიხსენე პირველ დღეს ჩატარებული სამუშაო. ტრენერის თხოვნით გიორგი არავიაშვილის ელფოსტაზე გადავაგზავნე ჩემი ბლოგის მისამართი და ტელეფონის ნომერი. წავიკითხე აქტივობა 4, პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე. მოვისმინე თეორია იმის შესახებ, თუ როგორ მოვამზადო ჩეკლისტი, როგორ შევცვალო არსებული სტატია სხვა, ჩემთვის საჭირო სტატიით. აგრეთვე გავარკვიე, თუ როგორ მოვამზადო სტატიები ბუკლეტისთვის. მივიღე დავალება, რომ ბუკლეტის კითხვები მოვიფიქრო და გადავაგზავნო ტრენერის ელ ფოსტაზე, აგრეთვე უნდა ვიმუშაო ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. გავეცანი პროექტის შაბლონს.

,,პირველი დღის რეფლექსია"

24 სექტემბერს დავესწარი ტრენინგის ,,პროექტების სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება",პირველ დღეს. ტრენერმა გიორგი არავიაშვილმა გაგვაცნო ტრენინგის მიზნები და მუშაობის სურსების გამოყენების პრინციპები. გავეცანი inteli-ს რესურსების გამოყენებას, ჩანიშვნას, ტექსტის მონიშვნას. გავეცანი უკვე ჩატარებულ პროექტს,,მზის ენერგიის გამოყენება" . ჩავატარე პრეზენტაცია. საინტერესო დღე იყო.