მერვე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალებები, კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები, შევიტანე შესწორებები და შეფასების რუბრიკები მოვათავსე ჩემს დრაივში, პორტფოლიოს საქაღალდეში. პორტფოლიოს საქაღალდე გავაზიარე ბლოგზე, ამისათვის შევედი დრაივში-> საქაღალდე-> გაზიარება-> არჩევა. განვიხილეთ კონელის კითხვარი, რისი დახმარებითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ მოსწავლის ინტელექტი. განვიხილეთ რომელ საქაღალდეში რა მასალა უნდა მოთავსდეს. განვიხილეთ გეგმის საბოლოო სახე.
воскресенье, 23 октября 2016 г.
კონელის კითხვარი მრავალმხრივი ინტელექტის განსზღვრისთვის
1970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.
ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.
ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.
ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.
გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.
მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.
გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.
გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.
გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.
კითხვარის გასახსნელად დააწკაპუნეთ ბმულს!
ინსტრუქცია: „1”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები. ,,0''-ით კი რომელსაც არ ეთანხმები.

суббота, 22 октября 2016 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
პროექტის მეშვიდე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალებები. გეგმის პროცედურების ნაწილში შევიტანე კორექტივები. ვისწავლე რომ ფოტოს ან ვიდეოს გადმოწერისას, უნდა შევქმნა გამოყენებული ლიტერატურის საქაღალდე და მივუთითო ინტერნეტ საიტები. ამისთვის ფოტოს მარცხენა მხარეს დაკლიკებით შევდივარ იმ საიტზე ვისი ფოტოც შევარჩიე და ვაკოპირებ მისამართს.განვიხილე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საიტი ict.tpdc.ge. განვიხილე სასწ. პროექტის დამხმარე რესურსები, კერძოდ ჯგუფებად დაყოფის მეთოდები. განვიხილეთ კოლაბორაციული რუბრიკის შექმნის მეთოდები.
воскресенье, 16 октября 2016 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღეს წარვდგინე საშინაო დავალება. ეს იყო ბუკლეტის ჩეკლისტი. გავეცანი რეფლექსიის წერისას გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს: შრიფტის შეცვლას ზედა მარცხენა ფანჯრიდან, სურათის ჩასმას და სხვა. შევედი ჩემი კოლეგების ბლოგზე და მათ რეფლექსიაზე გავაკეთე კომენტარი. ამისათვის დავაკლიკე კომენტარს და მიღებულ ფანჯარაში ჩავწერე შესაბამისი კომენტარი შემდეგ შენახვა და გამოქვეყნება. დავამატე გაჯეტი. ამისათვის შევედი ბლოგის მარცხენა მხარეს არსებული ფანჯრებიდან დიზაინში--> გაჯეტის დამატება--> გზავნილთა ჩამონათვალი და ვირჩევ საიტის დამატებს.გავეცანი შფასების ინსტრუმენტებს და კრიტერიუმებს.
суббота, 15 октября 2016 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
განვიხილეთ პროექტის გეგმა, კერძოდ სასწავლო პროცედურები. მივიღე მითითება, რომ პროცედურები უნდა დაიწეროს ეტაპების მიხედვით, განვიხილეთ რამდენიმე პედაგოგის მიერ დამზადებული ბუკლეტი, შესრულებული დავალება შევასწორე. კიდევ ერთხელ გავიარე სურათის ჩასმა,რომელიც განვახორციელე insert-ის ფანჯრიდან text box , შემდეგ drav text box, და ვნიშნავ ჩარჩოს, სადაც ეტევა ნებისმიერი ზომის სურათი.
ვიმუშავე დისკში.შევქმენი ახალი საქაღალდეები, ყველას დავარქვი სახელი. შემდგომში აქ მოვათავსებ პროექტის მასალებს. ჩემთვის სიახლე იყო მოსწავლეთა ელექტრონული გამოკითხვის საშუალების, ტესტის მომზადება. ამისათვის დისკში გავხსენი შეფასების საქაღალდე, შემდეგ new -> more -> google forms და ვწერ სათაურს, შემდეგ ტესტის კითხვარს. პასუხებს ვარჩევ მარჯვენა მხარეს არსებული ფანჯრებიდან, შეიძლება იყოს ღია, აჩევითპასუხიანი, ჩამოშაშლელი და ა. შ. პასუხები.

пятница, 14 октября 2016 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება, ვისწავლე ბლოგში მუშაობა, მაგალითად,სათაურის შეცვლა, ბლოგის დიზაინის შეცვლა, რომელსაც ვასრულებ პარამეტრებში შესვლით, იქიდან ვირჩევ შაბლონებს, ფონს, ტექსტის ფერს, ფორმას და ა. შ. აგრეთვე გავიხსენე პრეზენტაციის აწყობა. ,, powerpoint"-ში. პირველ რიგში გავხსენი დიზაინის ფანჯარა, ავირჩიე ფორმატი ჩემი სლაიდისთვის, ვარიანტებიდან შევარჩიე ფონი სლაიდისთვის, შემდეგ თითოეულში ჩავწერე ტექსტი, ჩემ მიერ მოძებნილი ფოტოებიდან პირდაპირ, კურსორის მიტანით ჩავაგდე ფოტოები, დავაპატარავე და შევქმენი 6 სლაიდიანი პრეზენტაცია. გავეცანი, თუ როგორ ვისარგებლო ბუკლეტის შაბლონით. ამისათვის შევედი ტრენერის ბლოგზე, შემდეგ გავხსენი ფანჯარა ,,სასწავლო პროექტის დამხმარე" და ბუკლეტის შაბლონის საქაღალდე, რომელშიც დავამზადე ბუკლეტი.
суббота, 1 октября 2016 г.
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ ჯგუფის წევრების საშინაო დავალებები. შენიშვნები, რომელიც ტრენერისგან მივიღე იყო გასაგები, რის შემდეგაც შევცვალე და განვაახლე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გეგმას დავამატე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვავრცე მიზნების და შედეგების ჩამონათვალი. განვიხილე როგორ შეიძლება დავადგინო მოსწავლეთა წინარე ცოდნა და რა მეთოდები უნდა გამოვიყენო ამისათვის. აგრეთვე განვიხილე შეფასების მეთოდები
Подписаться на:
Сообщения (Atom)