суббота, 15 октября 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ პროექტის გეგმა, კერძოდ სასწავლო პროცედურები. მივიღე მითითება, რომ პროცედურები უნდა დაიწეროს ეტაპების მიხედვით, განვიხილეთ რამდენიმე პედაგოგის მიერ დამზადებული ბუკლეტი, შესრულებული დავალება შევასწორე. კიდევ ერთხელ გავიარე სურათის ჩასმა,რომელიც განვახორციელე insert-ის ფანჯრიდან text box , შემდეგ drav text box, და ვნიშნავ ჩარჩოს, სადაც ეტევა ნებისმიერი ზომის სურათი.
  ვიმუშავე დისკში.შევქმენი ახალი საქაღალდეები, ყველას დავარქვი სახელი. შემდგომში აქ მოვათავსებ პროექტის მასალებს. ჩემთვის სიახლე იყო მოსწავლეთა ელექტრონული გამოკითხვის საშუალების, ტესტის მომზადება. ამისათვის დისკში გავხსენი შეფასების საქაღალდე, შემდეგ  new -> more -> google forms და ვწერ სათაურს, შემდეგ ტესტის კითხვარს. პასუხებს ვარჩევ მარჯვენა მხარეს არსებული ფანჯრებიდან, შეიძლება იყოს ღია, აჩევითპასუხიანი, ჩამოშაშლელი და ა. შ. პასუხები.

2 комментария:

  1. ნინო მომეწონა შენი რეფლექსიები,დაწვრილებით აღწერ ყველაფერს,ვამაყობ შენით

    ОтветитьУдалить