пятница, 14 октября 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება, ვისწავლე ბლოგში მუშაობა, მაგალითად,სათაურის შეცვლა, ბლოგის დიზაინის შეცვლა, რომელსაც ვასრულებ პარამეტრებში შესვლით, იქიდან ვირჩევ შაბლონებს, ფონს, ტექსტის ფერს, ფორმას და ა. შ.  აგრეთვე  გავიხსენე პრეზენტაციის აწყობა. ,, powerpoint"-ში. პირველ რიგში გავხსენი დიზაინის ფანჯარა, ავირჩიე ფორმატი ჩემი სლაიდისთვის, ვარიანტებიდან შევარჩიე ფონი სლაიდისთვის, შემდეგ თითოეულში ჩავწერე ტექსტი, ჩემ მიერ მოძებნილი ფოტოებიდან პირდაპირ, კურსორის მიტანით ჩავაგდე ფოტოები, დავაპატარავე და შევქმენი 6 სლაიდიანი პრეზენტაცია.  გავეცანი, თუ როგორ ვისარგებლო ბუკლეტის შაბლონით. ამისათვის შევედი ტრენერის ბლოგზე, შემდეგ გავხსენი ფანჯარა ,,სასწავლო პროექტის დამხმარე" და ბუკლეტის შაბლონის საქაღალდე, რომელშიც დავამზადე ბუკლეტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий